ზურაბიშვილის თქმით, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არაკონსტიტუციურია
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია „არაკონსტიტუციურია“, რადგან დეკლარაციის ტექსტი 2023 წელს ხელმოწერამდე ქვეყანაში „არავის“ ჰქონდა ნანახი, მათ შორის არც პარლამენტს: „არ ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერ-მინისტრს [ღარიბაშვილს] მაინც ჰქონდა ნანახი“.