“საქართველოს მზარდი დემოკრატიული დაღმასვლა საგანგაშოა“ - ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოზე
21 იანვარს ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ იმსჯელა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ. ძირითადი ევროპული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ ანტი-ევროპული კურსი და რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ.