აქტივისტებმა სტიკერები გააკრეს ბათუმის “შერატონში", სადაც პოლიცია მივიდა
“არ არის უსაფრთხო" - ამ წარწერით სტიკერები ბათუმში სასტუმრო შერატონის ფოიეში გააკრეს აქტივისტებმა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებმა.
მათ "შერატონის" მენეჯმენტს კიდევ ერთხელ მოსთხოვეს სასტუმროში 14 იანვარს სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადაცემა, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ, ორგანიზაცია „გამჭირვალობა საქართველოს“ კოორდინატორზე თავდასხმა. ადგილზე მივიდა პოლიცია.
პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის ორგანიზაციის წევრი გოჩა მელაძე ამბობს, რომ 7 დღე გავიდა ინციდენტიდან და ამ დრომდე, მოთხოვნის მიუხედავად, სასტუმრო „შერატონის“ მენეჯმენტი სათვალთვალო კამერების ჩანაწერს დაზარალებულ მხარეს არ აწვდის.
"ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით, რომ ეს სასტუმრო არ არის უსაფრთხო. აქ თავს ესხმიან ადამიანებს. აქ იყო ვერაგული თავდასხმა, ადგილი ჰქონდა ძალიან მძიმე დანაშაულს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვედით და მოვუწოდეთ, რომ კადრების თაობაზე ოფიცილური წერილით მივმართეთ. პასუხი მაინც გაგვცენ და კადრები გადმოგვცენ, რათა საზოგადოებამ იცოდეს, რეალურად რა მოხდა 14 იანვარს "შერატონში". ჩვენ კანონიერი უფლების რეალიზებას ვითხოვთ", - ამბობს გოჩა მელაძე.
ბათუმელი აქტივისტებისა და ჟურნალისტების აქცია "შერატონთან" 15 იანვარსაც გაიმართა კადრების გასაჯაროვების მოთხოვნით. ბათუმის სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერმა, მეგი ჟღენტმა მაშინ განცხადა, რომ სამეთვალყურეო კამერების სრულ ჩანაწერებს, შესაბამის უწყებებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადასცემენ. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, "არაფერი წაშლილი არ არის" და ჩანაწერები ერთი თვის განმავლობაში ინახება.
14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრს, გიორგი გახარიას.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუინდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. პირველი ცნობა, რომ ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები. ამის შესახებ 15 იანვარს, შუაღამის შემდეგ ფეისბუკით გაავრცელა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა.
14 იანვარს ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც.