უკრაინაში დააკავეს გენერლები, რომლებიც ხარკოვის დაცვას ხელმძღვანელობდნენ
უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გამოძიების სახელმწიფო ბიურომ 20 იანვარს დააკავეს ორი გენერალი და პოლკოვნიკი, რომლებიც 2024 წელს ხარკოვის ოლქის დაცვას ხელმძღვანელობდნენ. მაღალი რანგის სამხედროებს შესაძლოა ბრალი დასდონ სამსახურეობრივ გულგრილობაში - რამაც რუსეთის სამხედროებს საშუალება მისცა კონტროლი დაემყარებინათ ოლქის ნაწილზე.
დაკავებულთა სახელები ოფიციალურად გამოცხადებული არ არის.
უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო აცხადებს, რომ სამხედრო სამსახურთან ყოფილი მეთაურების გულგრილმა დამოკიდებულებამ რუსეთის ფედერაციის სამხედროებს საშუალება მისცა დაპატრონებოდნენ ტერიტორიის ნაწილს ხარკოვის რაიონში.
"მეთაურთა ქმედებებმა ასევე მოიტანა დანაკარგები პირად შემადგენლობაში და შეიარაღებაში, მათი პასუხისმგებლობის ზონაში ჩაშალა სახელმწიფო საზღვრის დაცვის ზომები" - წერია განცხადებაში.
გამოძიება მიიჩნევს, რომ მეთაურებმა საჭირო დონეზე არ მოამზადეს თავდაცვითი საზღვრები, არ გაუწიეს ორგანიზება ქვეითი ძალების საარტილერიო და საჰაერო მხარდაჭერას და მათზე დაქვემდებარებულებს დროულად არ მიაწოდეს ინფორმაცია მოწინააღმდეგის შემტევ ნაბიჯებზე.
დაკავებულები კიევში ჩაიყვანეს. სამსახურეობრივი გულრგილობის ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.