აზერბაიჯანმა USAID-თან თანამშრომლობა შეაჩერა - საგარეო საქმეთა მინისტრი
აზერბაიჯანმა 25-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი. მის ამ განცხადებას „როიტერსი“ ავრცელებს.