აფხაზეთის ე.წ პარლამენტის ოპოზიციონერ წევრ კვარჩიას, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრასნოდარის ოლქის მთავარი სამმართველოს ტელეგრამ-არხი იუწყება, რომ „აფხაზეთიდან ჩამოსულ სტუმარს“ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა გაუუქმეს. ის, სავარაუდოდ, არის კან კვარჩია, - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი.