მთავარი პრობლემა მზია ამაღლობელისთვის წაყენებული ბრალია - იურისტი ომბუდსმენს აკრიტიკებს
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელი, იურისტი გურამ იმნაძე ამბობს, რომ ომბუდსმენი ცდება, როდესაც „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაში ხედავს პრობლემას და არა - მისთვის ბრალის წაყენებაში.