რუმინეთში პრორუსი კანდიდატის ათასობით მომხრემ გააპროტესტა პაუზა საპრეზიდენტო არჩევნებში
რუმინეთში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა პარლამენტის წინ გამართულ აქციაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის აღდგენის მოთხოვნით. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, ქვეყანას საკონსტიტუციო კრიზისი ემუქრება მას მერე, რაც პრორუსულად განწყობილმა ულტრამემარჯვენე კანდიდატმა გაიმარჯვა პირველ ტურში.
აქცია პრორუსი კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს მიერ იყო ორგანიზებული. დემონსტრანტებმა ბუქარესტის ცენტრში 10 იანვარს გზა გადაუკეტეს მანქანებს და მოითხოვეს შეცვლა სასამართლოს გადაწყვეტილებისა - რომლითაც საპრეზიდენტო არჩევნები მთლიანად გაუქმდა, იმ ფონზეც კი, როცა მეორე ტური უნდა გამართულიყო. ჯორჯესკუს მეტოქე იქნებოდა პროევროპელი კანდიდატი, ცენტრისტული ორიენტაციის ელენა ლასკონი.
მეორე ტურს განიხილავდნენ რეფერენდუმად ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მომავალზე - იმ ფონზე, როცა ხშირი იყო ცნობები არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. ათასობით მოქალაქე ქუჩებში გავიდა ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ქვეყნის ადგილის დაცვის მიზნით.
სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თავდაცვის უზენაესი საბჭოს მხრიდან გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა დოკუმენტებისთვის, რომლებიც თითქოს ადასტურებს, რომ ჯორჯესკუს საპრეზიდენტო კამპანიას ხელს უწყობდა დაუსახელებელი "სახელმწიფო მოთამაშე", ჩინეთის მფლობელობაში მყოფი სოციალური მედიის პლატფორმის, TikTok-ის გამოყენებით.
თავის გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი "სრულად განახლდება, მთავრობა დანიშნავს რუმინეთის პრეზიდენტის კენჭისყრის ახალ თარიღს და ახალ კალენდარულ პროგრამას, აუცილებელი ზომების გასატარებლად".
რუმინეთში კოალიციური მთავრობა 23 დეკემბერს ჩამოყალიბდა, სამი კვირით ადრე გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
მთავრობის ერთ-ერთი პირველი ამოცანა იქნება თარიღის დანიშვნა ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.