ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

თბილისში გამოქცეულმა დაღესტნელმა ქალმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა

0

დაღესტნის მოქალაქე ზაირა პიროვამ, რომელიც თბილისში იმყოფებოდა და ნათესავების მხრიდან შევიწროებაზე ლაპარაკობდა, ოჯახთან საუბრის შემდეგ შინ დაბრუნება გადაწყვიტა.

კრიზისულმა ჯგუფმა „СК SOS-მა" გამოაქვეყნა პიროვას ვიდეომიმართვა, რომელშიც ის ჰყვება, რომ „შინ დაბრუნებაზე ფიქრობს“.

„ნათესავებს და მშობლებს არ დავკავშირებივარ ოთხი თვის განმავლობაში იმის გამო, რომ მეშინოდა. ვიცოდი, ისინი ემუქრებოდნენ ჩემს მეგობრებს, მაგრამ გუშინ დავურეკე და დიდხანს ვისაუბრეთ და მე ვფიქრობ შინ დაბრუნებაზე, ვინაიდან ჩემი მშობლები შემპირდნენ, რომ არ გამათხოვებენ და მომცემენ თავისუფლებას, რომელიც მსურდა. ვიცი, რომ ბევრი გოგო კარგავს მას შინ დაბრუნების შემდეგ, მაგრამ მგონია, რომ ჩემი მშობლები და ნათესავები არ მავნებენ“, - ამბობს ის.

პიროვამ ადვოკატისგან შეიტყო, რომ მშობლებმა მისი გატაცების შესახებ განცხადება შეიტანეს პოლიციაში. „ეს არაა მართალი, ადვოკატმა არ იცის ჩემი ადგილსამყოფელი და ამასთან არავითარი შემხებლობა არ აქვს“, - დაამატა მან.

როგორც ორგანიზაცია „СК SOS-ი” აცხადებს, „ზაირა გაცნობილია იმ რისკებს, რომლებსაც აწყდებიან შინ დაბრუნებული გოგოები“.

„ჩვენ ზაირას ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვუჭერთ მხარს და ვიმედოვნებთ, რომ ნათესავები პირობას შეასრულებენ და ოჯახთან ცხოვრება გაუმჯობესდება. ზაირას შეუძლია კრიზისულ სიტუაციაში დაგვიკავშირდეს, თუმცა იმედი გვაქვს, ეს არ დასჭირდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობა, რომ საქართველოს სამართალდამცველმა უწყებებმა ნათესავებს ქალის ადგილსამყოფლის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ პიროვას არ დაუტოვებია ქვეყანა.