ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

0

"ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებით, საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპულ ხუთ ბავშვს ხვალ, 9 იანვარს, დაკრძალავენ.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე 6 იანვარს იყო გამოცხადებული.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში ტრაგედიის დროს, 5 იანვრის დილას, მხოლოდ ბებია და მასთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან საახალწლოდ ჩაყვანილი ხუთი შვილიშვილი იმყოფებოდნენ. სახლში ხანძარი შეშის ღუმლის ანთების მცდელობას მოჰყვა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ქალს, სავარაუდოდ, ნავთი ბენზინში აერია და შეშის ღუმელში ბენზინი ჩაასხა - ხის პატარა სახლს ცეცხლის ალი სწრაფად და ძლიერად მოედო. არასრულწლოვანების გადარჩენა ვერ მოხერხდა - ენგურჰესის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე მისვლისას სახლი სრულად დამწვარი დახვდათ.

დაღუპული ხუთი ბავშვიდან უფროსი გოგო 8 წლის იყო, უმცროსი - 8 თვის.

დაღუპული გოგოების ბებია დამწვრობით თავდაპირველად რუხის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი - ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. ქალს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა და სტაბილურია.