ru24.pro
World News in Georgian
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ბრაზილიის ცნობით, ინდონეზია ოფიციალურად გახდა BRICS-ის წევრი

0
ინდონეზია ოფიციალურად გახდა BRICS-ის წევრი - ეკონომიკური ბლოკის, რომელიც 2009 წელს შექმნეს რუსეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა და ჩინეთმა. ეს განცხადება 6 იანვარს გააკეთა ბრაზილიის მთავრობამ - მიმდინარე წელს ბრაზილიაა BRICS-ის მორიგე თავმჯდომარე სახელმწიფო. 


BRICS-ში გაწევრიანების მზადყოფნა ჯაკარტამ ოქტომბერში გამოთქვა, რუსეთში, ყაზანში გამართულ სამიტზე. მოსახლეობის რიცხოვნობის მხრივ ინდონეზია მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა, მაგრამ  მისი ეკონომიკა ამჟამად უმსხვილესი ეკონომიკების ათეულშიც არ შედის. 


ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ორგანიზაციაში სრული წევრის სტატუსი მიიღო. იანვრიდან BRICS-ის პარტნიორები გახდნენ მალაიზია და ტაილანდი, უწინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიაც ამ სტატუსს მიიღებდა. 


ჯაკარტას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.