ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე იბარებს კოკა კაციტაძეს - "თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება"

0
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაზე იბარებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, რადგან თვლის რომ ამ უწყების მხრიდან ეფექტური გამოძიება მიმდინარე პროცესში სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ უწყებასთან დაკავშირებას მისი ადმინისტრაცია ვერ ახერხებს. 


"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე.


ის კადრები, რასაც ეს დღეებია ვხედავთ ადასტურებს სასწარაფო გამოძიების აუცილებლობას" - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე. 




პრეზიდენტის განცხადების ფონია პროევროპულ აქციებზე დაკავებული სამასამდე მოქალაქე, რომელთა დიდი ნაწილი სპეცრაზმელებისა და პოლიციელების მხრიდან სასტიკ ძალადობაზე საუბრობს. 


გარდა აქციებზე დემონსტრანტების დაკავებისა, 4 დეკემბერს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა აქტივისტების და მოქალაქეების სახლებში, პოლიტიკური პარტიების ოფისებში. ჩხრეკისთვის მისული პოლიციელების ნაწილი მოქალაქეებს არ უხსნიდა ჩხრეკის მიზეზს და თავს გაზის კომპანიის წარმომადგენლად აცნობდა.