ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს „ფორმულის“ ოპერატორი

0
ტვინის შერყევის დიაგნოზით კლინიკაშია გადაყვანილი ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორი თედო ქვაჩახია.


ის რუსთაველის გამზირზე 4 დეკემბრის ღამეს დაშავდა საპროტესტო აქციის გაშუქებისას.


ნინო ხარაიშვილი, ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია:


„აქვს თავის ტვინის შერყევა და რბილი ქსოვილების ექსკორიაციული დაზიანება. ჩივილები არ აქვს“.


წუხელვე რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილიც. ტელეკომპანიის ცნობით, მას პიროტექნიკით ხელი დაუზიანდა.




4 დეკემბრის ღამეს, ინგოროყვას კლინიკაში რუსთაველის გამზირზე დაშავებული ორი პირი გადაიყვანეს.


4 დეკემბრის მონაცემებით, ამ კლინიკაში 15 დაშავებული განაგრძობს მკურნალობას. მათგან რვა კლინიკას დღის განმავლობაში დატოვებს.


ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.




„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​


პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავებისას პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.