ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

პოლიციაა აქტივისტ დოდი ხარხელის ბინაში

0

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში პოლიციაა. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია დოდი ხარხელის ქმარმა, ლევან წიკლაურმა, დაწერა.

დაუზუსტებელია, რა საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს დოდი ხარხელის ბინაში. მეგობრები და ნათესავები ვარაუდობენ, რომ ის დააკავეს. ადგილზე მყოფი საპატრულო და კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელები რადიო თავისუფლების კითხვებს არ პასუხობენ.

რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს. პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მალე მოგვაწვდიან.

მისი ნათესავები, რომლებიც ახლა აქტივისტის სახლთან არიან შეკრებილი, ამბობენ, რომ დოდი ხარხელი პოლიციამ საბავშვო ბაღთან გააჩერა, პოლიციის ავტომობილში ჩასვა და სახლი წაიყვანა მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი შვილი ბაღში დატოვა. ამ დროს დოდი ხარხელის საცხოვრებელ ბინაში მისი არასრულწლოვანი შვილი იყო.

ამ მონათხრობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სოფი ახობაძემ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ ესაუბრება 10-მდე პოლიციელი დოდი ხარხელს, შემდეგ ადგენენ დოკუმენტებს და მას იქვე მდგომ ავტომობილში სვამენ. ხარხელს ხელბორკილები არ ადევს.

ვიდეოში დოდი ხარხელი ხმამაღლა ამბობს თავის სახელს იმისთვის, რომ გარშემომყოფებმა მისი ვინაობა გაიგონ და ითხოვს, პირდაპირი ეთერი ჩართონ.

„რუსული ოცნება რუსული ტერორი, მარტო იმიტომ, რომ აქციებზე ვდგავარ", - ამბობს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში დოდი ხარხელი.

სადარბაზოსთან დგას პოლიცია და კორპუსში მაცხოვრებლებსაც არ უშვებს. ადგილზე იკრიბებიან დოდი ხარხელის მეგობრები, მხარდამჭერები და ოჯახის წევრები.

დოდი ხარხელი ღიად გამოხატავს კრიტიკულ პოზიციას „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტიკის მიმართ, მონაწილეობს საპროტესტო აქციებში.