გელა ხასაიას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ - "გირჩი - მეტი თავისუფლება"
ოპოზიციური პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, გელა ხასაიას თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქზე ავრცელებს პარტიის პრესსამსახური ანა ყურაშვილი. მისი ინფორმაციით, ხასაიას საკუთარ სახლთან სამმა პირმა სცემა.
"გელას დაესხა თავს სახლთან 3 ადამიანი. უკნიდამ ჩაარტყეს, ხრეშიან მიწაზე ახოხოალეს, ურტყეს ზურგში, ფეხებში და სახეზე", - წერს ის.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სპეცრაზმი უკვე რამდენიმე საათია მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს. სპეცდანიშნულების რაზმი თავისუფლების მოედანზეა, მათი ნაწილი, ასევე განლაგებულია პარლამენტის გვერდით, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, ასევე შენობის ეზოში.
განახლებადი