აქციაზე სავარაუდოდ რეზინიის ტყვიით დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი
საზოგაოდებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი, მირიან მელაძე ფეისბუკის პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას იმ ტრავმის შესახებ, რომელიც მან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 30 ნოემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პროევროპული აქციის გაშუქებისას.
"როდესაც წინა ხაზზე გიწევს მუშაობა ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, მაგრამ როცა საქმე ეხება დაუფასებლობას და წაყრუებას ეს უკვე გულდასაწყვეტია და ზოგ შემთხვევაში იმ ჭრილობაზე უფრო მტკივნეული, რაც ფიზიკურად განიცადე იმ წუთას. არ გაჟღერდა არსად, რადგან არ არსებობს ვიდეო კადრი თუმცა ფაქტი ფაქტია და ამაზე თვალის დახუჭვა არ მიმაჩნია სწორი" - დაწერა მირიან მელაძემ ფეისბუკზე 2 დეკემბერს - მისი გულისწყვეტის ობიექტი მისი სამსახური, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო, რომელმაც მყისიერად არ გაავრცელა რეპორტიორის დაშავების შესახებ ინფორმაცია. მირიან მელაძის დაშავების შესახებ მოკლე ნიუსი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტზე 1 დეკემბერს არის გამოქვეყნებული - ამ ტექსტში არც დაზიანება ჩანს და არც რეზინის ტყვია არ არის ნახსენები.
მირიან მელაძემ სტატუსთან ერთად გამოაქვეყნა დაშავებული ფეხის ფოტოც. ამ კადრებში ჩანს რომ მას მუხლის ზემოთ ოთხი წრიული ჭრილობა აქვს, რამაც სასწრაფოს ექიმებს აფიქრებინა, რომ ტრავმა რეზინის ტყვიებით არის მიყენებული.
რადიო თავისუფლებას ფოტორეპორტიორი უყვება, რომ ტრავმა მან 30 ნოემბერს, ღამის სამი საათიდან ოთხ საათამდე დროის შუალედში მიიღო. ის სასტუმრო მერიოტიდან ქაშუეთისკენ მიდიოდა.
"მერიოტთან ვიდექი დემონსტრანტების მხარეს, გადავწყვიტე წავსულიყავი ქაშუეთისკენ, იქ იყვნენ პოლიციელები, სვლა უკვე დაწყებული მქონდა, წყლის ჭავლი რომ გაუშვეს. მაშინვე გავიგე გასროლის ხმაც - მე არ დამინახია ფეხში რა მომხვდა. იქვე სასწრაფოს მანქანა იდგა და მას შევაფარე თავი - ექიმებმა მითხრეს რომ ეს რეზინის ტყვიისგან მიღებულ დაზიანებას გავდა. შეიძლება ცრემსადენი გაზის ბალონი იყო, ზუსტად არ შემიძლია ამის თქმა, არც ექსპერტიზა ჩამიტარებია, არც არაფერი" - გვიყვება მირიან მელაძე.
ის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთადერთი ფოტორეპორტიორი არ არის, რომელიც აქციის გაჩუქებისას დაშავდა - 1 დეკემბრის რამეს დაზიანება მიიღო ირაკლი გედენიძემაც. საზმაუს ვერსიით მან დაზიანება პიროტექნიკით მიიღო.
პროევროპულ აქციებზე რეზინის ტყვიების დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების დადასტურებული ფაქტები თითქმის არ არსებობს - იმის მიუხედავად, რომ პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება მოქალაქეებს, ინტენსიურად იყენებს მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის, რეზინის ტყვიების ხშირად გამოყენების ფაქტი არ დასტურდება.
ერთადერთი შემთხვევა, როცა აქციაზე დაზარალებული პირი რეზინის ტყვიისგან მიღებულ დაზიანებაზე საუბრობს, საბა ბრაჭველის შემთხვევაა, რომელიც 29 ნოემბერს დაშავდა აქციაზე - ის ამბობს რომ სახეში რეზინის ტყვია მოხვდა, რომელიც ბენდიერი შემთხვევითობის წყალობით აცდა მის თვალს.
ბოლო 4 დღის განმავლობაში აქციებზე დაშავდა 40-მდე რეპორტიორი - მათ უმეტესობას აქვს განცდა, რომ პოლიცია მიზანმიმართულად ირჩევს მათ სამიზნეებად.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.