ნატომ უარყო პრიშტინის თხოვნა ჩრდილოეთში კოსოვოელთა კონტინგენტის განთავსებაზე
კოსოვოში ნატოს მისია აცხადებს, რომ არ დაამტკიცა პრიშტინის თხოვნა კოსოვოს უსაფრთხოების ძალების (KSF) განთავსებაზე ძირითადად ეთნიკური სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთში - სადაც გასულ კვირაში მომხდარმა აფეთქებამ დააზიანა წყლის არხი და კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა.
კოსოვოს წარმომადგენლები მეზობელ სერბეთს სდებენ ბრალს ინციდენტში მონაწილეობაში - რასაც უარყოფს სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი.
NATO-ს მისიამ, KFOR-მა 2 დეკემბერს რადიო თავისუფლების კოსოვოს რედაქციას დაუდასტურა, რომ კოსოვოს ხელისუფლებამ მას მართლაც მიმართა თხოვნით KSF-ის კონტინგენტის გათავზებაზე ზუბინ პოტოკში - რეგიონში, სადაც ტრანსატლანტიკური ალიანსი და ევროპული სამოქალაქო მისია, EULEX-ი წლების განმავლობაში მონაწილეობენ მშვიდობის შენარჩუნებაში.
"KFOR-ის სარდალს ამაზე თანხმობა არ გაუცია, გამომდინარე მისი მხრიდან უსაფრთხოების ვითარების შეფასებიდან და KFOR-ის მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯებიდან" - აცხადებს NATO-ს მისია.
სერბეთი უარყოფს თავისი ყოფილი პროვინციის, კოსოვოს დამოუკიდებლობას, ევროკავშირის შუამავლობით ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკება დიდწილად ჩიხშია შესული.
2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პრიშტინა გამოდის დაპირებით, რომ KFOR-ის თანხმობის გარეშე არ განათავსებს ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დაკომპლექტებულ ძალას ჩრდილოეთის რეგიონში.