ru24.pro
World News in Georgian
Декабрь
2024

ბიძინა ივანიშვილი და შსს-ს 10 მაღალჩინოსანი - ცნობილია იმ პირთა სია, რომლებსაც ბალტიის სახელმწიფოებმა სავიზო სანქცია დაუწესეს

0
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი x-ში აქვეყნებს იმ ქართველების სიას, რომლებსაც ლიეტუვა სავიზო შეზღუდვებს უწესებს, ადამიანის უფლებების დარღვევაში მათი პასუხისმგებლობის გამო.

ლანდსბერგისის მიერ გამოქვეყნებული სია აერთიანებს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებს.

სავიზო შეზღუდვებს დაქვემდებარებულთა სია ასეთია:


ბიძინა ივანიშვილი ("ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე);ვახტანგ გომელაური (შს მინისტრი);იოსებ ჭელიძე (შს მინისტრის მოადგილე 2019 წლიდან);შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე 2021 წლიდან);ალექსანდრე დარახველიძე (შს მინისტრის მოადგილე 2021 წლიდან);გიორგი ბუთხუზი (შს მინისტრის მოადგილე 2019 წლიდან);ზვიად ხარაზიშვილი, მეტსახელით "ხარება" ( განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2024 წლის სექტემბრიდან სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ);მილერი ლაგაზაური (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, უკვე სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ);ვაჟა სირაძე (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი);თეიმურაზ კუპატაძე (ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი);მირზა კეზევაძე (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე).

ამ სიის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა სამი ქვეყნის: ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ეროვნულ დონეზე სანქციების დაწესებაზე.

„დემოკრატიის მოწინააღმდეგეები და ადამიანის უფლებების დამრღვევები არასასურველები არიან ჩვენს ქვეყნებში“, - ნათქვამი იყო 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ლანდსბერგისის მიერ სიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლატვიისა და ლიეტუვის მსგავს სავიზო შეზღუდვას მისი ქვეყანა საქართველოდან 11 ადამიანს უწესებს.