თანამდებობა დატოვა შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების უფროსმა ინსტრუქტორმა - პრეზიდენტმა მას "პირველი მერცხალი" უწოდა
თანამდებობა დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა გიორგი გაბეხაძემ - ინფორმაციას ის თავად ავრცელებს ფეისბუკის პირად გვერდზე.
"დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა და დავეთხოვო შსს სამინისტროს სისტემიდან", - წერს შსს-ს ყოფილი ინსტრუქტორი და პოსტს თან ურთავს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს.
29 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც უკვე ცნობილი იყო, რომ საქართველოს მთავრობა 2028 წლამდე წყვეტს ევროინტეგრაციის პროცესს, მას ფეისბუკზევე აქვს გამოქვეყნებული საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფოტო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანმდებობაზე არ უნდა იყოთ თქვენს სამშობლოს პირად კარიერულ ინტერესზე მაღლა აყენებთ!" - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაბეხაძის მიერ სისტემიდან წასვლის ფაქტს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტაქტიკური სწავლების კურსების დახვეწასა და განვითარებაში ხშირად მონაწილეობდნენ დასავლელი პარტნიორები.
ამ გადაწყვეტილების ფონია პროევროპული გამოსვლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და პოლიციის სისასტიკე ამ აქციების მონაწილეთა მიმართ.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.