ცემა, დაკავება, ზიზღი, ლოდინი სასამართლოში - "დაგვცინიან"
ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა საპროტესტო აქციებზე დაკავებულების უმრავლესობას ძალადობის კვალი ეტყობა - ძირითადად სახეზე. ჰყვებიან, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ მათ ნიღბიანი ძალოვნები. წინასწარი დაკავების საკნები გადავსებულია. სასამართლო პროცესები გრძელდება.