ცესკო აცხადებს, რომ სამ ოპოზიციურ გაერთიანებას პარტიული სიები გაუუქმა
ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ რეგისტრაცია გაუუქმა სამი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიებით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. ეს გაერთიანებებია „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.