"ოლიგარქო წადი, ჩვენ ვრჩებით" - ქალთა მარში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდა
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულთა თბილისში ქალთა მარში, რომელიც თავისუფლების მოედანზე დაიწყო. ასობით ქალმა გზა თავისუფლების მოედნიდან სოლოლაკის ქედამდე ჩემოდნებით გაიარა, რომელზეც ეწერა სლოგანები "თქვენ წახვალთ, ჩვენ ვრჩებით", "რუსების მონებად არ გაგვიჩენია შვილები". ბიძინა ივანიშვილის სახლთან ქალებმა ეს ჩემოდნები დაყარეს და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ისინი არ აპირებენ შეეგუონ ამ ქვეყანაში არჩევნების მოპარვას და მის რუსიფიკაციას და მზად არიან აქ დარჩნენ და გააგრძელონ ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის.
ქართველი ქალების ყოველწლიურ ტრადიციად ქცეულ მარშზე წელს აქცენტი ემიგრაციაზე იყო, იმის გათვალსიწინებით რომ "გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე."
"ახლა გადამწყვეტი მომენტია. ვის მოუწევს ქვეყნიდან წასვლა? მას, ვისაც საქართველოზე შესტკივა გული, ვინც ამ ქვეყნის ევროპული მომავალისთვის იბრძვის, თუ მას, ვინც ამ მომავალს გვაკარგვინებს და ჩვენს გულებში სამშობლოსათვის ანთებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს" - ეწერა ქალთა მარშის ანონსში.
ბოლო ათ წელში ემიგრანტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 245 064 იყო, რაც წლიურად 95.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
24 ნოემბერს ქალთა მარშის გარდა დაგეგმილია მასწავლებლების და აკადემიური სფეროს წარმომადგენლების მსვლელობაც ილიას უნივერსიტეტიდან თსუ-ს მიმართულებით. მსვლელობას გამართავენ არტისტებიც რუსთაველის მეტროდან თსუ-მდე. საღამოს 9 საათისთვის კი მოქალაქეები პარლამენტთან აპირებენ შეკრებას ღამის გასათევად, სადაც 25 ნოემბრის დილას მე-11 მოწვევის პარლამენტი აპირებს შეკრებას.