ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24
25
26
27
28
29
30

უცხოურმა ბანკებმა "გაზპრომბანკის" ბარათებთან მუშაობა შეწყვიტეს

0
უცხოურმა ბანკებმა შეწყვიტეს რუსული "გაზპრომბანკის" მიერ გამოშვებული ჩინური UnionPay-ის გადახდის სისტემის ბარათების მომსახურება.


როგორც რუსეთის სააგენტო "ტასსი" იუწყება, რომ "გაზპრომბანკის" ბარათებმა მუშაობა შეწყვიტეს თურქეთში, გერმანიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ტაილანდში, უნგრეთსა და ვიეტნამში.


"გაზპრომბანკის" ბარათებიდან ფულის გამოტანის მცდელობისას ბანკომატები გასცემენ გაფრთხილებას ტექნიკური შეცდომის შესახებ ან აცხადებენ, რომ ბარათს არ ემსახურებიან.


უცხოური ბანკების ამ ნაბიჯს წინ უძღოდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქციების დაწესება „გაზპრომბანკისა" და საფინანსო ბანკ „დომ.რფ-სის“ წინააღმდეგ.~





„გაზპრომბანკი“ და საფინანსო ბანკი „დომ.რფ“, საკრედიტო ინსტიტუტების აქტივების თვალსაზრისით, შედიან ათ საუკეთესო რუსულ საკრედიტო ბანკში.
„გაზპრომბანკი“ აშშ-სა და ევროკავშირის სექტორული შეზღუდვების ქვეშაა. კერძოდ, ბანკი ვერ იღებს გრძელვადიან დაფინანსებას.