ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28
29
30

ევროკომისარი შენგენის ზონაში რუმინეთის და ბულგარეთის სრულ ინტეგრაციას მოელის

0

ევროკავშირის კომისარმა საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ოპტიმისტურადაა“ განწყობილი შენგენის ზონაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ბულგარეთისა და რუმინეთის, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ინტეგრაციის მიმართ.

„რუმინეთი და ბულგარეთი მზად არიან, შენგენის ზონა მზად არის, ასე რომ ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას ინტერვიუში, რომელიც 21 ნოემბერს ქვეყნდება. "დადგა დრო, გაუქმდეს შიდა სასაზღვრო კონტროლი", - თქვა მან.

ორივე შავიზღვისპირა სახელმწიფო მარტში შეუერთდა შენგენის ზონას, ოღონდ შეზღუდული უფლებებით: მათ მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ თვითმფრინავებითა და გემებით, მაგრამ არა საავტომობილო ტრანსპორტის საშუალებით.