ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირი დაიკავა - აქციის მონაწილეები მელიქიშვილზე დადგნენ

0
20 ნოემბრის დილის 6 საათისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მყოფ საპროტესტო აქციის მონაწილეებთან და ორგანიზატორებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ და განუმარტეს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის შესაბამისად აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ შეესაბამებოდა გზის სავალი ნაწილის დაკავების აუცილებლობას.

პოლიცია აქციის მონაწილეების მიმართულებით ჭავჭავაძის გამზირიდან დაიძრა, პოლიცია მობილიზებული იყო ასევე კეკელიძის ქუჩაზეც.

"შეკრება- მანიფესტაციის კანონის თანახმად განგიმარტავთ, რომ გზის სავალ ნაწილშე შეკრება-მანიფესტაცია დასაშვებია როდესაც მანიფესტანტთა რაოდენობა მოითხოვს ამას, ახლა მნიშნელოვნად არის შემცირებული, ამიტომ გზის სავალი ნაწილი უნდა გაათავისუფლოთ. ჩვენი მოტხოვნაა გაათავისუფლოდ გზის სავალი ნაწილი 15 წუთს გაძლევთ დროს", - მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენელმა გიორგი ვაშაძეს კოალიცია "ერთიანობა- ნაცილონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს.

გიორგი ვაშაძემ "გონივრული ვადა" - 40 წუთი მოითხოვა, რასაც პოლიციის წარმომადგენელი არ დათანხმდა.

"მე ვთხოვე 40 წუთი და პასუხს ვერ გვცემენ. 40 წუთი არის გონივრული ვადა. მე ჩემი პოზიცია ჩამოვუყალიბე მათ, მათ პასუხი არ აქვთ", - უთხრა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.

დაახლოებით 15 წუთში პოლიციამ დაიკავა ჭავჭავაძის გამზირი, მათ გზიდან გადაწიეს სკამები რომლითაც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ ჭავჭავაძის გამზირი უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის მონაკვეთზე და დაიძრნენ მელიქიშვილის მიმართულებით. პოლიციას ეკავა ვარაზისხევის ამოსასვლელიც და კეკელიძის ქუჩაც.

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხება არ მომხდარა. დემონსტანტები უკან იხევდნენ და სკანდირებდნენ "რუსებო", "მონებო". მას შემდეგ რაც პოლიციელები მელიქიშვილს გამზირზე სასტუმრო "საქართველოს" გაუსწორდენ ადგილზე გაჩერდნენ.

პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე ვჩერდებით და ვაძევთ საშუალებს მანიფესტანტებს, რომ მიიღონ მონაწილება აქციაშიო".

ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები.

მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩვენევ და არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ პერმანენტულ აქციებს მართავენ.

პოლიციამ 19 ნოემბერს გამთენიისას დაშალა ჭავჭავაძის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები, რომლებიც იქ 17 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ და კარვები ჰქონდათ გაშლილი. იმავე ადგილას საღამოს დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ და მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.

შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი:


„კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას“ – 16 მანდატი;
„ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
„გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.

საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.