აშშ თურქეთს აფრთხილებს არ მიიღოს ჰამასის ლიდერები
ვაშინგტონმა 18 ნოემბერს თურქეთი გააფრთხილა არ მიიღოს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის ლიდერები, და განაცხადა, რომ აშშ-ის აზრით, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერებს არ უნდა ჰქონდეთ კომფორტულად ცხოვრების საშუალება.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანს, მეთიუ მილერს კითხვა დაუსვეს ცნობებზე, რომ ჰამასის ლიდერთა ნაწილი კატარიდან თურქეთში გადავიდა - მილერმა ეს ცნობები არ დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ თავისი პოზიციიდან არც მათი უარყოფა შეუძლია.
მილერის თქმით, ვაშინგტონი თურქეთს მკაფიოდ ეტყვის, რომ ჰამასთან უწინდელი ურთიერთობა აღარ უნდა იყოს. მილერმა დასძინა, რომ ჰამასის ზოგიერთი ლიდერს აშშ-ში ბრალდებები აქვს წაყენებული და ისინი ვაშინგტონს უნდა გადასცენ.