უცხოელმა ჰაკერებმა აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს
წლის დამდეგიდან უცხოელმა ჰაკერებმა აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს, იუწყება Fox News-ი. კაპიტოლიუმის პოლიციამ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიების ფედერალურ ბიუროს, FBI-ს, რომელიც იძიებს დარღვევას.
ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ბილ რაიანმა თქვა, რომ სისტემაში შეღწევის წყალობით ბოროტმოქმედებმა წვდომა მოიპოვეს ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და კონგრესის ოფისებს შორის ელექტრონულ მიმოწერაზე იანვრიდან 2024 წლის სექტემბრამდე პერიოდში.
„ბიბლიოთეკამ აღმოფხვრა დაუცველობის პრობლემა, რომელიც თავდამსხმელებმა გამოიყენეს ამ ელექტრონულ ფოსტაზე წვდომისთვის და მიიღო ზომები მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად“, - თქვა რაიანმა.
გაურკვეველია, გატეხეს თუ არა იმ პირთა ანგარიშები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, აღნიშნავს Fox News-ი. ბიბლიოთეკა ამბობს, რომ ჰაკერული თავდასხმა არ შეხებია კონგრესის ორივე პალატის ქსელებს, მათ შორის მათი თანამშრომლების პირად ანგარიშებს. ახლა ბიბლიოთეკა იძიებს, თავდასხმის შედეგად რომელ შეტყობინებებზე მოიპოვეს ჰაკერებმა წვდომა.
გამოცემის თანახმად, თავდამსხმელები სავარაუდოდ ცდილობდნენ გაეგოთ, კანონმდებლები და მათი თანაშემწეები კონგრესის ბიბლიოთეკას რა კითხვებს უსვამენ კანონმდებლობის შესახებ და რა პასუხებს იღებენ.
კონგრესის ბიბლიოთეკა მდებარეობს აშშ-ის კაპიტოლიუმის პირდაპირ, ის მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკაა. შენობაში ასევე განთავსებულია აშშ-ის საავტორო უფლებების ოფისი, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერული თავდასხმა არ შეხებია.