რუსეთის ძალებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს უკრაინის ქალაქ კუპიანსკზე
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კუპიანსკზე, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მათ ნაწილობრივ გაარღვიეს უკრაინელთა თავდაცვა.
უკრაინის ძალებს კვირების განმავლობაში უჭირდათ შეკავება რუსეთის სამხედროებისა, რომლებიც ნელ-ნელა მიიწევდნენ წინ სარკინიგზო და სატრანსპორტო ცენტრიდან, ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით.
კუპიანსკს უკრაინის ძალები აკონტროლებენ 2022 წლის შემოდგომიდან - როცა მათ მოულოდნელი შეტევა განახორციელეს ხარკოვის რეგიონში.
მიმდინარე კვირის დასაწყისში რუსეთის ძალების მცირე ჯგუფებმა შეძლეს კუპიანსკის ჩრდილოეთის არეალებში შეღწევა - ამ ცნობას უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები ავრცელებდნენ. თუმცა უკრაინის არმიის მეთაურები აცხადებდნენ, რომ შეძლეს შეტევის უკუგდება.