ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

ავსტრის კანცლერი: ქვეყანას აქვს "გაზპრომის" გაზის ალტერნატიული რესურსი

0
რუსეთის სახელმწიფო კომპანია "გაზპრომი" ავსტრიის კომპანია OMV-ს გაზის მიწოდებას 16 ნოემბერს შეუწყვეტს, - განაცხადა ქვეყნის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა და დასძინა, რომ ავსტრიის გაზის მარაგი სავსეა და მას აქვს ალტერნატიული, არარუსული რესურსი.


შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მოსდევს OMV-ის განცხადებას, რომ ის "გაზპრომს" შეუწყვეტდა ავსტრიული ნაწილისთვის მიწოდებული გაზის საფასურის გადახდას - იმ 230 მილიონი ევროს დასაბალანსებლად, რომელიც მან მანამდე საარბიტრაჟო ფორმით მოიგო, მისი გერმანული პარტნიორისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის საკომპენსაციოდ.


ნეჰამერის თქმით, ავსტრიას აქვს ალტერნატიული საწვავის სტაბილური რესურსი და "არავინ გაიყინება".