სი ძინპინთან ბოლო მოლაპარაკებისას ბაიდენი შეეხება ჩრდილოეთ კორეის კავშირებს რუსეთთან
გავრცელებული მოლოდინით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან თავის ბოლო შეხვედრაზე სი ძინპინს მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეის დარწმუნებისკენ - უფრო მეტად აღარ გააღრმაოს რუსეთის მხრიდან უკრაინაში წარმოებული ომის მხარდაჭერა.
შეხვედრა 16 ნოემბერს გაიმართება, პერუში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის პარალელურად - ორი თვით ადრე მანამ, სანამ ბაიდენი ოფისს დატოვებდეს, არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვადის დაწყებისას.
ოფიციალური პირების ცნობით, ბოლო შეხვედრაზე ბაიდენი სი ძინპინს მოუწოდებს გააძლიეროს ჩართულობა და აღკვეთოს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული, უკვე სახიფათო ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაცია.