ცესკოს თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხეს, არჩევნების შემაჯამებელი სხდომა შეწყდა
ხმაურით დაიწყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზეც 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება დაიგეგმა. კომისიის წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა, რის შემდეგაც სხდომა შეწყდა.