ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

მოსკოვი დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციას დაძაბულობის პროვოცირებაში ადანაშაულებს

0
აფხაზური წყაროების ცნობით, ოპოზიციონერი „დეპუტატების“ ჯგუფი ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შესახვედრად გაემართა, რათა მას გადასცეს ხალხის მოთხოვნა - უპირობო და დაუყოვნებელი გადადგომის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფება. ვარაუდობენ, რომ ის მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის.


„ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტი აგზავნის საგანგაშო სიგნალებს მოსკოვში, ამბობს, რომ აფხაზეთში სახელმწიფოს გადატრიალებას რაღაც პროთურქული ძალები აწყობენ. არანაირი პროთურქული ძალა ჩვენ არ გვინახავს. მაგრამ ეს ხალხი, აფხაზური და რუსული დროშებით, ჩვენს თვალწინ მოითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას", - აღნიშნავს "ნუჟნაია გაზეტა", ტელეგრამარხზე.


ახლახან, განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ურჩევს რუსეთის მოქალაქეებს - თავი შეიკავონ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლისგან, თუნდაც - ტურისტული მიზნებით.


რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ოპოზიცია სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდა, არ ერევა აფხაზეთის შიდა საქმეებში და იმედოვნებს, რომ პრობლემა მშვიდობიანად გადაიჭრება


„სამწუხაროდ, ოპოზიციურმა ძალებმა არ ჩათვალეს შესაძლებლად ქვეყნის კანონიერ ხელისუფლებასთან უთანხმოების დარეგულირება ცივილიზებული, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დიალოგით და გავიდნენ სამართლებრივი ველის ჩარჩოდან, კონფლიქტის ესკალაციის პროვოცირებით. შედეგად, რესპუბლიკაში შეიქმნა კრიზისული სიტუაცია და ეს, შედეგის მიუხედავად, ამუხრუჭებს აფხაზეთის განვითარებას. კერძოდ, აშკარაა, რომ მსგავსი სცენარები სულაც არ უწყობენ ხელს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია რესპუბლიკის სოციალური და ეკონომიკური წინსვლისთვის“, - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ის მიუთითებს, სოხუმს, რომ, სამართლებრივი წესრიგის დასამყარებლად - განუხრელად იხელმძღვანელოს კანონმდებლობის მოთხოვნებით.




15 ნოემბერს, სოხუმში, მიტინგზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ე.წ. პარლამენტის შენობასთან აქცია დილიდან იმართებოდა, სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ - კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი. საკითხის განხილვა ჩაიშალა. დღის წესრიგში საკითხის შეტანას ე.წ. დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი და სესია არ შედგა.


აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი ავტომობილით გაანგრიეს და ტერიტორიაზე ამ გზით შეაღწიეს. შემდეგ კი - ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს. ისინი შევიდნენ ასლან ბჟანიას სამუშაო კაბინეტსა და სათათბირო ოთახში.


მომიტინგეების წინააღმდეგ ძალოვნებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს - გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. სხვა ცნობებით, მილიცია მომიტინგეებს წინააღმდეგობას არ უწევდა.


აქციის მონაწილეები სოხუმისა და მოსკოვის საინვესტიციო ხელშეკრულების საბოლოოდ ჩაგდებას მოითხოვენ. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მიტინგს ხალხი ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა რაიონიდან შეუერთდა.




რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება სადავო ხელშეკრულებას ეკონომიკის სტიმულირების საშუალებად წარმოაჩენდა, ხოლო ოპონენტებისთვის ეს დე ფაქტო სახელმწიფოს ინტერესების დათმობის ტოლფასია.


ამ ხელშეკრულებით რუს ინვესტორებს მიენიჭებათ მრავალი სახის პრივილეგია, მათ შორის საგადასახადო პრივილეგიები და შესაძლებლობა, რომ მიწაც ჩაიგდონ ხელში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიშობენ, რომ რუსი ინვესტორების პრივილეგიები კონკურენციას მოსპობს და ადგილობრივ ბიზნესს გაანადგურებს.