იქაც რუსული კანონის გატარების მცდელობაა, რასაც სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგა - პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობაზე
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან დაგმო რუსეთის ქმედებები, რომელიც "აჩქარებულ ნაბიჯებს დგამს ანექსიისკენ" და ასევე, სოლიდარობა გამოუცხადა პროტესტს სოხუმში.