ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

იუწყებიან, რომ Apple-მა პლატფორმიდან აიღო რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების პოდკასტები

0
გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის ტექნოლოგიის გიგანტმა კომპანიამ, Apple-მა, პლატფორმიდან აიღო ან დამალა რამდენიმე რუსულენოვანი პოდკასტი, რომლებსაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები ამზადებდნენ.


საინფორმაციო საშუალება "მედიაზონა" 14 ნოემბერს იუწყებოდა, რომ საინტერნეტო რადიოსადგურის, Ekho Moskvy-ისა და საგამოძიებო მედიასაშუალება The Insider-ის პოდკასტების ახალ ეპიზოდებთან წვდომა რუსეთის ტერიტორიიდან შეუძლებელი იყო. ჩანს, რომ შეზღუდვა BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის პოდკასტსაც შეეხო.


უფრო ძველი, ერთ კვირაზე მეტი დროის წინ ატვირთული ეპიზოდები, პლატფორმაზე ჩანს - იუწყება Mediazona.


Apple-ს ამაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია. კომპანიამ ასევე მოხსნა ან დაბლოკა რუსეთის ტერიტორიიდან წვდომა გარკვეულ VPN-სა და აპლიკაციებზე - მათ შორის მოხსნილია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების გამოცემა Current Time-ის აპლიკაცია. Apple-მა ეს გააკეთა რუსეთის მედიის მარეგულირებელი უწყების, "როსკომნადზორის" თხოვნის საფუძველზე.


ბოლო წლებში რუსეთის ხელისუფლებამ გააძლიერა ძალისხმევა, რათა უფრო მკაცრად აკონტროლოს შინაარსი რუსულენოვან ინტერნეტში, რომელსაც არაოფიციალურად RuNet-ის სახელით იცნობენ. წარსულში იყო შემთხვევები, როცა, მაგალითად, პლატფორმებს, X-სა და Facebook-ს, შეფერხებები შეექმნათ ან მათი მუშაობა შენელდა. ამის მიზეზი, ექსპერტთა ვარაუდით, იყო მარეგულირებელი უწყებების მხრიდან ჩატარებული ცდები კონტროლის გაფილტვრის ან რუსი მომხმარებლების სხვა საიტებზე გადაყვანის მიზნით.