NYT: მასკი გაეროში ირანის ელჩს შეხვდა დაძაბულობის განმუხტვის მიზნით
მილიარდერი ილონ მასკი, ირანსა და აშშ-ის შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, გაეროში ირანის ელჩს, ამირ საიდ ირავანის შეხვდა, - იუწყება 14 ნოემბერს გამოცემა New York Times-ი. X-ის, Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელადაა დასახელებული.
გამოცემა ანონიმურად დატოვებულ ირანულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა "პოზიტიური" იყო.
New York Times-ის თანახმად, შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართა გასაიდუმლოებულ ადგილას და საათზე მეტხანს გაგრძელდა. სააგენტო AFP წერს, რომ შეხვედრა ჯერჯერობით არც ტრამპის გუნდს და არც გაეროში ირანის მისიას არ დაუდასტურებიათ.
თუ დადასტურდება, ეს შეხვედრა იქნება ადრეული ნიშანი, რომ ტრამპი სერიოზულად ეკიდება ირანთან დიპლომატიას. ამავე დროს, ეს შეხვედრა აჩვენებს მასკის გავლენას ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში.