თბილისის საახალწლო ღონისძიებებზე 8,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება
თბილისის მერია წელსაც ტენდერის გარეშე ყიდულობს ახალი წლის ღონისძიებისთვის საჭირო მომსახურებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამისთვის 8 576 967 ლარი დაიხარჯება. ინფორმაცია გამოქვეყნებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე.