უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა შეტევისთვის 6 რაკეტა და 90 დრონი გამოიყენა
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე გასული ღამიდან დაწყებული შეტევისას გამოიყენეს 2 ფრთოსანი, 2 ბალისტიკური და 2 საზენიტო მართვადი რაკეტა და 90 უპილოტო საფრენი აპარატი. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.
უკრაინაზე იერიში 13 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, დაიწყო და დილამდე გაგრძელდა.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინის არმიის საზენიტო-სარაკეტო ჯარებმა, ავიაციამ და საჰაერო და თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა კიევის, პოლტავის, ჟიტომირის, სუმის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვისა და კიროვოგრადის ოლქებში ჩამოაგდეს ორი ფრთოსანი და ამდენივე ბალისტიკური რაკეტა და 37 დრონი. კიდევ 47 რუსული დრონი ლოკალურად დაიკარგა, ორმა კი უკრაინის საჰაერო სივრცე დატოვა და რუსეთისა და ბელარუსისკენ წავიდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს არ აკონკრეტებს.
29 უკრაინული დრონის განადგურების შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში 7-7 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კურსკის და ბელგოროდის ოლქებში, 5-5 ტვერის და ბრიანსკის რეგიონებში, 3 - პენზის ოლქში და 2 - ვორონეჟში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს ამბობს ხმელეთზე შედეგების შესახებ.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.