ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

ტრამპთან "ირანის საფრთხის" განხილვის შემდეგ, ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა

0
ისრაელმა ახალი დარტყმები განახორციელა ბეირუთის სამხრეთში 7 ნოემბრის დილას, რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა "ირანის საფრთხის" შესახებ ისაუბრეს.


ისრაელის პრემიერი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელმაც ტრამპს მიულოცა და მის ხელახლა არჩევას "ისტორიაში უდიდესი დაბრუნება" უწოდა. "სატელეფონო საუბრისას, 7 ნოემბერს, ისინი "შეთანხმდნენ ერთად მუშაობაზე ისრაელის უშიშროებისთვის" და "განიხილეს “ირანის საფრთხე", ნათქვამია ნეთანიაჰუს სამსახურის განცხადებაში.


ამის შემდეგ, მალევე, ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს ჰეზბოლას - რომელსაც ირანი უჭერს მხარს - მთავარ ბასტიონზე სამხრეთ ბეირუთის სამხრეთში.




ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი შეერთებული შტატების მიერ, მის მხოლოდ სამხედრო ფრთას მიიჩნევს ევროკავშირი ტერორისტულად, ხოლო პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრებს შორის არიან.


AFP-ის ცნობით, ისრაელის არმიამ იერიშების დაწყებამდე ევაკუაციის ბრძანება გასცა და ხალხს მოუწოდა, დაეტოვებინათ ოთხი უბანი, მათ შორის ერთი - საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად.