ბუდაპეშტის სამიტზე უნდა გამოჩნდეს, თუ რა პოზიცია ექნება ევროკავშირს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით
თავიდანვე ცხადი იყო, რომ უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს მორიგე პრეზიდენტობა საინტერესოდ წარიმართებოდა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბუდაპეშტს ჩვევად აქვს ბრიუსელს დაუპირისპირდეს ხოლმე არაერთ საკითხში - პირველ რიგში კი, რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით.