ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

0
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) განცხადებით, დღეიდან, 4 ნოემბრიდან, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის დაიწყო სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აცრა უფასოა.


NCDC-ის ინფორმაციით, იმუნიზაცია მიმდინარეობს Abbott Biologicals B.V.-ის (ნიდერლანდი) წარმოების, 4-კომპონენტიანი ვაქცინით, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ცენტრის განცხადებით, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაცაა მოსალოდნელი გრიპის სეზონზე.


„[გრიპის] სეზონი ჯერ არ დაწყებულა. გრიპი ჩვეულებრივ ნოემბრის მეორე ნახევრიდან აქტიურდება საქართველოში. ასე რომ, დრო ნამდვილად არის იმისათვის, რომ ვაქცინაციამ თავისი ეფექტი გამოიღოს“, - თქვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.


გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდათ.


„ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, - წერს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.


ვაქცინა ხელმისაწვდომია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში. ჩამონათვალი იხილეთ აქ.