ირანის პრეზიდენტი: ცეცხლის შეწყვეტამ შესაძლოა იმოქმედოს თეირანის პასუხზე ისრაელის დარტყმების მიმართ
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ამბობს, რომ თუ ისრაელსა და რეგიონში მოქმედ, ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა მოხერხდება, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ირანის მხრიდან საპასუხო დარტყმების ინტენსივობაზე - იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.
პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მკაცრი პოზიცია შეინარჩუნა 3 ნოემბერს ლიბანთან საზღვრის ახლოს განხორციელებული ვიზიტისას - მისი განცხადებით, ექსტრემისტული ჯგუფი ჰეზბოლა მდინარე ლიტანის მიღმა უნდა იქნას უკუგდებული და არ უნდა მიეცეს ხელახლა შეიარაღების საშუალება.
ბოლო თვეების განმავლობაში, ისრაელი დარტყმებს ახორციელებს ჰეზბოლას ობიექტებად ცნობილ ადგილებზე, სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთის სიახლოვეს მისი იერიშების შედეგად კი მოკლულია ჰეზბოლას მეთაურების დიდი ნაწილი.
ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს აშშ, ხოლო ევროკავშირს "შავ სიაში" შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მისი სამხედრო განშტოება და არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ლიბანის პარლამენტში წარმომადგენლები ჰყავს. ჰეზბოლა აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს.
დასავლეთში შიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა უფრო ფართომასშტაბიანმა ომმა იფეთქოს, განსაკუთრებით ისრაელსა და ირანს შორის საპასუხო საჰაერო დარტყმების ფონზე. ბევრი ელოდება, რა პასუხს გასცემს თეირანი 26 ოქტომბერს ისრაელის მიერ მიტანილ იერიშს სამხედრო ობიექტებზე, ირანის ტერიტორიაზე.
"თუკი ისინი [ისრაელელები] თავიანთ ქცევას გადასინჯავენ, დათანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტას და შეაჩერებენ რეგიონის ჩაგრული და უდანაშაულო ხალხის ხოცვას, ამან შესაძლოა იმოქმედოს ჩვენი პასუხის ინტენსივობასა და ფორმაზე", - ფეზეშქიანის ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო IRNA. თუმცა ირანის პრეზიდენტი დასძენს, რომ თეირანი "უპასუხოდ არ დატოვებს ნებისმიერ აგრესიას ჩვენი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ".