გერმანიის სასამართლომ მოსალოდნელი წამების მიუხედავად, ტაჯიკი აქტივისტის სამშობლოში დეპორტაცია გადაწყვიტა
გერმანიის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ტაჯიკეთის ოპოზიციონერი აქტივისტის, დილმუროდ ერგაშევის დეპორტაციის განკარგულება გასცა, მიუხედავად იმისა, რომ ტაჯიკეთში დაბრუნების შემდეგ, სავარაუდოდ, მას დაკავება და წამება ემუქრება. 28 ოქტომბერს გამოტანილი განჩინება ითვალისწინებს ერგაშევის ნოემბრის დასაწყისში დეპორტაციას.
40 წლის ერგაშევი არის ოპოზიციური მოძრაობა “24-ის” ცნობილი წევრი. ორგანიზაცია აკრძალულია ტაჯიკეთში და ნაწილია ტაჯიკეთის რეფორმების და განვითარების მოძრაობისა, რომელიც გადასახლებულმა დისიდენტებმა დააარსეს. მისი აქტიურობა მოიცავდა ბერლინში დემონსტრაციებში მონაწილეობას, განსაკუთრებით ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის გერმანიაში 2023 წლის სექტემბერში განხორციელებული ვიზიტის წინააღმდეგ პროტესტის დროს.
უფლებადამცავმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW) 31 ოქტომბრის განცხადებაში დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ერგაშევის ტაჯიკეთში დაბრუნებით ირღვევა საერთაშორისო კანონი, რომელიც კრძალავს ადამიანების დაბრუნებას იმ ქვეყნებში, სადაც მათ ემუქრებათ არაადამიანური მოპყრობა და წამება. საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, რომლებიც ამ აკრძალვას აწესებს, ერთ-ერთი ხელმომწერი გერმანიაცაა. გერმანია წარსულშიც გაუკრიტიკებიათ მსგავსი ქმედებებისთვის.