ru24.pro
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30

ჩრდილოეთი კორეა აცხადებს, რომ რუსეთს მხარს უჭერს უკრაინაში „გამარჯვების“ საქმეში

0
ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩვე სონ ჰიმ განაცხადა, რომ პხენიანი რუსეთის გვერდზე იდგება უკრაინაში „გამარჯვებამდე.“


მანამდე აშშ-მა განაცხადა თავისი მოლოდინის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები, რომლებიც კურსკში იმყოფებიან, კიევის წინააღმდეგ ბრძოლებში ჩაერთვებიან მომავალ დღეებში.


თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს, ჩვე 1 ნოემბერს მიესალმა ორი ქვეყნის არმიებსა და უშიშროების სამსახურებს შორის “ძალიან მჭიდრო კავშირებს“ და თქვა, რომ „მტკიცედ ვიდგებით ჩვენი რუსი ამხანაგების მხარეს გამარჯვების დღემდე“.


დაზვერვის სამსახურების ცნობას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთი კორეა რუსეთში აგზავნის ჯარებს, მოჰყვა დასტური, რომ ისინი არა მხოლოდ რუსეთში არიან, არამედ განთავსდნენ დასავლეთის რეგიონში, უკრაინასთან საზღვარზე. ამ ცნობებმა გააჩინა საშიშროება, რომ ომი, რომელიც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა, კიდევ უფრო გამწვავდება.


ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თავდაცვის პაქტს, რომელიც ითვალისწინებს, რომ მხარეები „დაუყოვნებლივ გაუწევენ ერთმანეთს სამხედრო და სხვა დახმარებას ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით“, თუ რომელიმე მხარე საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდება შეიარაღებული აგრესიის შედეგად.