ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28
29
30
31

ბულგარეთის პარლამენტის არჩევნების შედეგად მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერავინ შეძლებს

0
ბულგარეთის პარლამენტის მორიგი ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილზეა პროდასავლური მემარჯვენე-ცენტრისტული ბლოკი, რომლის შემადგენლობაში არიან პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“(GERB) და „დემოკრატიულ ძალთა კავშირი“.


წინასწარი მონაცემებით, ბლოკს, რომლის ლიდერი ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვია, ხმების 26% აქვს.


დაახლოებით 15%-ით მეორე ადგილზეა კიდევ ორი პროდასავლური გაერთიანების, რეფორმისტების პარტიის და „დემოკრატიული ბულგარეთის“ ლიბერალურ-კონსერვატიული ანტიკორუფციული ალიანსი.


მესამე ადგილზე გავიდა ევროსკეპტიკოსების ნაციონალისტური და პრორუსული პარტია „აღორძინება“, რომელსაც წინასწარი შედეგებით ხმების დაახლოებით 13% აქვს.




27 ოქტომბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ბულგარეთის 240-წევრიან პარლამენტში დეპუტატები ეყოლება სულ შვიდ პოლიტიკურ გაერთიანებას.


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა გამარჯვებას უდავო უწოდა და განაცხადა, რომ მთავრობის ფორმირებისთვის მზად არის კომპრომისებისთვის ყველა პარტიასთან, „აღორძინების“ გარდა.




ნატოს და ევროკავშირის წევრ ბულგარეთში ბოლო სამ წელიწადში საპარლამენტო არჩევნები მეშვიდედ ჩატარდა. 27 ოქტომბრის კენჭისყრის წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საჭირო ხმები ისევ ვერცერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ვერ მოიპოვა.


წინა, 2024 წლის ივნისის არჩევნებშიც, ყველაზე დიდი მხარდაჭერა ბორისოვის პარტიას ჰქონდა, თუმცა სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.