ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28
29
30
31

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგებით ბარიერი ხუთმა სუბიექტმა გადალახა

0
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა „ქართულმა ოცნებამ” მიიღო. 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ 4-მა პარტიამ. 21-წევრიანი უმაღლესი საბჭოს არჩევნებში სულ 11 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.


აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხმები ასე განაწილდა:


„ქართული ოცნება” – 56.66%;


„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა” – 14.3%;


„გახარია საქართველოსთვის” – 8.92%;


„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა” - 8.68%;


„ძლიერი საქართველო-ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის!” – 6.26%.


ეს მონაცემები ეფუძნება 242 უბნის შედეგებს იმ 251-დან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნებას” 21-დან დაახლოებით 12 მანდატი ექნება.


სულ რეგიონში გახსნილი იყო 317 უბანი. 66-ზე კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდა.


ამომრჩეველთა აქტივობამ 62,38% შეადგინა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დარეგისტრირებული იყო 317 119 ამომრჩეველი.


აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგიონის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - უმაღლესი საბჭოს - არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად ჩატარდა.




უმაღლესი საბჭო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.


უმაღლესი საბჭო აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.