"მოპარული, მიტაცებული საარჩევნო შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ" - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა"
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლებიც ცესკომ გამოაცხადა. ამის შესახებ ბრიფინგი "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.