ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28
29
30
31

ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს 

0
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 111 საარჩევნო უბნიდან 2 201-ის ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ცესკოს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“.


პარტიების მონაცემები ასეთია:



„ქართული ოცნება“ - 52,97%; „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,21%; „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 9,84%; „ძლიერი საქართველო“ - 9,03%; „გახარია საქართველოსთვის“ - 8,23%; „გირჩი“ - 3,23%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,53%.


ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.