ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28
29
30
31

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შესახებ იუწყება

0
დღეს, 21 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა დაიწყეს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით.


უკრაინის საჰაერო ძალების მიერ ადგილობრივი დროით დილის 11 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, Shahed-ის ტიპის დამრტყმელი და ჯერჯერობით დაუდგენელი სახეობის 116 დრონით შეტევა რუსეთის კურსკის, ორიოლის და პრიმორსკო-ახტარსკის რაიონებიდან განხორციელდა. შავი ზღვის აკვატორიიდან შეტევა იყო სამი ბალისტიკური და მართვადი საავიაციო რაკეტით.


უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ვინიცის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, კიევის, სუმის, კიროვოგრადის, ჩერკასის, ჩერნიგოვის და პოლტავის ოლქებში ჩამოაგდეს 59 დრონი, 45 „ლოკალურად დაიკარგა“, კიდევ 10 კი უკრაინის საჰაერო სივრცეში რჩებოდა.


საჰაერო ძალების სარდლობა ადასტურებს, რომ რამდენიმე დრონი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა.




უკრაინული დრონებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 18 უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 11 - როსტოვის ოლქში, 3 - ბრიანსკში, 2 - კურსკის ოლქში და 1 - ორიოლში.


საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.