ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ნეთანიაჰუმ ტრამპს უთხრა, რომ ისრაელი იმოქმედებს საკუთარი ინტერესების მიხედვით

0
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ელაპარაკა აშშ-ის ექსპრეზიდენტს, დონალდ ტრამპს - იუწყება ნეთანიაჰუს ოფისი 20 ოქტომბერს.


"პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გაიმეორა ის, რაც მას საჯაროდაც აქვს ნათქვამი: ისრაელი ითვალისწინებს საკითხებს, რომლებსაც აშშ წამოჭრის, მაგრამ საბოლოო ანგარიშით, ის მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებებს, თავის ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით" - ვკითხულობთ განცხადებაში.


ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იქნება აშშ-ის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, იგი დაუპირისპირდება დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს.