ru24.pro
World News in Georgian
Октябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ისრაელის თავდასხმას ირანი „გადაჭრით“ უპასუხებს და გაეროს მოუწოდებს, მიიღოს ზომები - საგარეო საქმეთა მინისტრი

0
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააფრთხილა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, რომ თეირანი მზად არის, „გადაჭრით და სანანებელი“ პასუხი გასცეს, თუ ისრაელი მის ქვეყანას თავს დაესხმება სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ.


თეირანმა 200-მდე რაკეტა გაისროლა ისრაელის მიმართულებით 1 ოქტომბერს, რაც ირანის თანახმად, სამაგიერო იყო ისრაელის მიერ თეირანში ირანის მოკავშირის, ჰამასის ლიდერის, ისმალ ჰანიეს და ბეირუთში ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას, ასევე ირანელი გენერლის მკვლელობისთვის.


ჰეზბოლა ტერორისტულად არის აღიარებული აშშ-ში, მისი სამხედრო ფრთა კი - ევროკავშირში. ლიბანში ის მოქმედებს, როგორც კანონიერი პოლიტიკური ძალა და პარლამენტშია წარმოდგენილი. ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჰამასი ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებშიც.


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა პირობა დადო, რომ დარტყმა მისი ქვეყნის მხრიდან იქნება „სასიკვდილო, ზუსტი და მოულოდნელი“.


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ გაეროს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „ირანი, როცა რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას დიდ ძალისხმევას უთმობს, მთლიანად არის მზად, გადაჭრით და სანანებელი პასუხი გასცეს ისრაელის ნებისმიერ ავანტიურას“, - იტყობინება არაყჩის ოფისი.


სატელეფონო საუბრისას არაყჩიმ მოუწოდა გაეროს, გამოიყენოს თავისი რესურსები, „შეაჩეროს ისრაელის რეჟიმის დანაშაული და აგრესია და გააგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება ღაზასა და ლიბანში“.


გასულ კვირაში არაყჩიმ იმოგზაურა არაბულ ქვეყნებში და ესტუმრა ლიბანს, სირიას, საუდის არაბეთს, კატარს, ერაყსა და ომანს, ვითარების დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.